
ჩვენს შესახებ
თქვენი სანდო პარტნიორი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში
შპს "იუ ეიჩ უაი საქართველო"-ს ოფისი არის ცენტრალური ჰაბი კავკასიისა და ცენტრალური აზიის სტრატეგიულ რეგიონში და აერთიანებს რამდენიმე ქვეყნის ოფისებს. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი თბილისის ოფისს მთავარ საკოორდინაციო ცენტრად აქცევს იმ კლიენტებისთვის, რომლებიც საქმიანობას კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში აწარმოებენ.
ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ ერთსაფეხურიან გადაწყვეტას აუდიტის, ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურების სრული სპექტრისთვის რეგიონულ დონეზე.
თანამშრომლობა ჩვენს ცენტრალურ ოფისთან საქართველოში აძლევს კლიენტებს შესაძლებლობას:
ისარგებლონ ერთიანი მომსახურების მიდგომით რეგიონის ყველა ქვეყანაში
უზრუნველყონ თანმიმდევრულობა და გამჭვირვალობა ყველა პროცესში
გამოიყენონ წვდომა როგორც UHY International-ის საერთაშორისო გამოცდილებასთან, ასევე ადგილობრივ ბაზრების სიღრმისეული ცოდნასთან
ვინ ვართ ჩვენ?
ჩვენ ვართ აუდიტის, საბუღალტრო, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურების სპექტრის მქონე გლობალური ქსელის, UHY International-ის წევრი კომპანია. ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი სპეციალისტებისგან, რომლებიც ხელს უწყობენ ბიზნესებს შესაძლებლობების შექმნასა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში.
რატომ UHY?
სანდო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა ნიშნავს გუნდს, რომელსაც ესმის თქვენი მიზნების, იზიარებს თქვენს ხედვას და ხელს გიწყობთ წარმატების მიღწევაში. UHY-ში ჩვენ ციფრებს გარდავქმნით შესაძლებლობებად და გადაწყვეტილებებად, რომლებიც რეალურ შედეგებს მოგიტანთ.
მუდმივი განვითარება და ინოვაცია
ჩვენთვის სწავლა უსასრულო პროცესია. UHY-ში ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ კადრების განვითარებაზე, ვდებთ საჭირო ინვესტიციას, ვნერგავთ ინოვაციებს და ფეხს ვუწყობთ ცვლილებებს. ჩვენს კლიენტებს ყოველთვის აქვთ წვდომა უახლეს მიდგომებზე, ტექნიკურ ინსტრუმენტებსა და საუკეთესო პრაქტიკებზე.
ყველაფერი თქვენი წარმატებისთვის
ყურადღებით შევისწავლით თქვენი ბიზნესის სპეციფიკას და მახასიათებლებს და გამოვიყენებთ ინდივიდუალურად თქვენს საჭიროებებზე მორგებულ უნიკალურ მიდგომებს. პროფესიონალების მიერ შემუშავებული სტრატეგია უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის წარმატებას.
UHY International-ის დამოუკიდებელი წევრი
UHY საერთაშორისო ქსელია, რომელიც 1986 წლიდან გლობალურად უზრუნველყოფს აუდიტის, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებებს. ორგანიზაცია აერთიანებს 100-მდე ქვეყანას, 334 ოფისს და 10 000 პროფესიონალს. სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს.
ჩვენი ისტორია
შპს "იუ ეიჩ უაი საქართველო" 2010 წელს დაფუძნდა თბილისში და უკვე ათწლეულზე მეტია რაც მაღალი ხარისხის აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებას ვუწევთ მომხმარებლებს.
2018 წელს გავხდით UHY International-ის წევრი და შევუერთდით პროფესიონალთა გლობალურ ქსელს, პარალელურად შევინარჩუნეთ მტკიცე პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე. 2021 წლიდან ვფლობთ სდპ (საზოგადოებრივი დაინტერესების პირი) ლიცენზიას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას კომპანიებს სხვადასხვა ინდუსტრიიდან გავუწიოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება.