UHY header-overlay
banner image

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ქუქი-ფაილები (Cookies)

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ფაილებს იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება ჩვენს ვებ-გვერდზე. ქუქი-ფაილი არის მცირე მოცულობის მონაცემი, რომელიც იგზავნება სერვერიდან თქვენს ბრაუზერში და ინახება თქვენს კომპიუტერში. ქუქი ფაილები არ შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად გადაწყვეტთ მოგვაწოდოთ ის.

პერსონალური ინფორმაცია

ვებსაიტის სხვადასხვა სექციაში შესაძლოა გთხოვოთ მოგვაწოდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, როგორიცაა თქვენი სახელი, ელფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი. პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თავად მოგვაწვდით მას ონლაინ ფორმატით. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნულ მონაცემებს შევინახავთ და გამოვიყენებთ თქვენთვის სასურველი სერვისების გასაწევად და საკომუნიკაციო მიზნებისთვის.

ტექნიკური ინფორმაცია

ვებსაიტით სარგებლობისას შესაძლოა შეგროვდეს „ტექნიკური ინფორმაცია“, რომელიც თავისთავად არ იძლევა თქვენი იდენტიფიკაციის ან კონტაქტის შესაძლებლობას.

მაგალითისთვის შეიძლება მოიცავდეს: თქვენს IP მისამართს, ბრაუზერის ტიპს, ვებ-გვერდებს, რომლებსაც ეწვიეთ ჩვენს საიტამდე ან მის შემდეგ, და სხვა ანონიმურ მონაცემებს, რომლებიც ასახავს თქვენი ვებ-გვერდის გამოყენების შაბლონებს. აღნიშნულ მონაცემებს აგროვებს მესამე მხარის ანალიტიკური პროგრამა და ინახება კვლევითი მიზნებისთვის.

ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების დემოგრაფიული პროფილის გასაგებად (მაგალითად, გეოგრაფიული მდებარეობა), საიტის გამოყენების ანალიზისთვის (როგორიცაა საიტზე გატარებული დრო) და მომავალი შინაარსის გაუმჯობესებისთვის.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

გამოწერა

ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა მყარი და გრძელვადიანი ურთიერთობა კლიენტებთან. მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვეხმარებით კომპანიებს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენაში. ვიცით, როგორ ვიპოვოთ გზები ზრდისთვის, ტრანსფორმაციისთვის და მდგრადი მომავლის შესაქმნელად.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

შპს "იუ ეიჩ უაი საქართველო" არის სამართლებრივად დამოუკიდებელი ფირმა და UHY-ის საერთაშორისო ქსელის წევრი. არც შპს "იუ ეიჩ უაი საქართველო" და არც UHY-ის რომელიმე წევრი ფირმა არ არის პასუხისმგებელი სხვა წევრი ფირმების მიერ გაწეულ მომსახურებაზე.

ვებგვერდის მიზანია ზოგადი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ თემებზე. აღნიშნული მასალა არ წარმოადგენს რომელიმე საკითხის სრულ განხილვას და არ განიხილება როგორც პროფესიული ან საქმიანი ურთიერთობის საფუძველი. აღნიშნული ინფორმაცია არ განიხილება როგორც ბუღალტრული, საგადასახადო, საინვესტიციო, იურიდიული ან სხვა პროფესიული რჩევა ან მომსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაცია იყოს ზუსტი და აქტუალური, ვერ ვიძლევით პირდაპირ ან არაპირდაპირ გარანტიას მის სისწორესთან დაკავშირებით და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას შეცდომებსა ან გამოტოვებულ ინფორმაციაზე.

ჩვენ ვცდილობთ, რომ გვერდი ხელმისაწვდომი იყოს 24 საათის განმავლობაში, თუმცა არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მის დროებით ხარვეზზე ან გათიშვაზე. ვებგვერდზე წვდომა შესაძლოა დროებით შეიზღუდოს სისტემური გაუმართაობის, ტექნიკური მომსახურების, განახლების ან UHY-ს კონტროლის ფარგლებს გარეთ არსებული მიზეზების გამო.

ვებგვერდი განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის. ნებისმიერი პირის მიერ აქ წარმოდგენილი მასალის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გამოწვეულ ზიანზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება ვებგვერდის მფლობელს. ამ ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს.

By clicking “Accept All Cookies”, you agree to the storing of cookies on your device to enhance site navigation, analyze site usage, and assist in our marketing efforts.

Logo