UHY header-overlay
banner image

ინდუსტრიები

ჩვენი გამოცდილება ინდუსტრიაში

ჩვენი ინდუსტრიული პრაქტიკა საქართველოში აერთიანებს გლობალური ექსპერტული ცოდნის ათწლეულს და ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეულ ცოდნას. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს გამოწვევების წინასწარ განჭვრეტაში, შესაძლებლობების გამოვლენასა და დროული ანალიტიკური ხედვების მიღებაში, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ორგანიზაციებს წარმატების მიღწევასა და მდგრად ზრდას საქართველოს ცვალებად ბიზნეს გარემოში.

სამშენებლო ინდუსტრია

სამშენებლო ინდუსტრია

ჩვენ გვაქვს სამშენებლო ინდუსტრიის უნიკალური ბიზნესისა და ფინანსური გამოწვევების მყარი ექსპერტული ცოდნა. ჩვენი პროფესიონალები ეყრდნობიან ფართო ინდუსტრიულ ცოდნასა და გამოცდილ მეთოდოლოგიებს, რათა სამშენებლო კომპანიებისთვის უზრუნველყონ მათ საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის აუდიტისა და საკონსულტაციო მომსახურებების მიწოდება.

ენერგეტიკის სექტორი

ენერგეტიკის სექტორი

ჩვენ ვემსახურებით კლიენტებს საქართველოს მთლიანი ენერგეტიკული სექტორის მასშტაბით. ჩვენს გამოცდილებაში შედის თანამშრომლობა ელექტროენერგეტიკული სექტორის ეროვნულ მარეგულირებელთან, ელექტროენერგიის გენერაციაში ჩართულ კომპანიებთან და მიმწოდებლებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საბოლოო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებასა და ანგარიშწორებაზე. ეს მრავალფეროვანი პორტფელი გვაძლევს სექტორის მარეგულირებელი, საოპერაციო და ფინანსური გარემოს ყოვლისმომცველ ხედვას, რაც საშუალებას გვაძლევს კლიენტებს შევთავაზოთ მათზე მორგებული აუდიტორული და საკონსულტაციო გადაწყვეტები, რომლებიც უწყობს ხელს მდგრად ზრდასა და რისკების ეფექტიან მართვას.

ფინანსური ინსტიტუტები

ფინანსური ინსტიტუტები

საქართველოში ვთანამშრომლობთ ფინანსური ინსტიტუტების ფართო სპექტრთან, მათ შორის, საბროკერო კომპანიებთან და საბანკო დაწესებულებებთან. ჩვენი გამოცდილება ვრცელდება როგორც სექტორის რეგულატორულ, ისე ოპერაციულ ასპექტებზე, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, კლიენტს გავუწიოთ ფინანსური ინსტიტუტების უნიკალურ საჭიროებებზე მორგებული აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურებები. ინდუსტრიული ცოდნისა და საბაზრო პრაქტიკის სიღრმისეული ხედვის კომბინირების გზით, ვეხმარებით კლიენტებს შესაბამისობის გაძლიერებაში, რისკების მართვასა და მდგრადი ზრდის მიღწევაში.

სამთავრობო სექტორი

სამთავრობო სექტორი

ჩვენ ვთავაზობთ ფინანსური აუდიტის მომსახურებას საქართველოს საჯარო სექტორის ორგანიზაციებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების ჩათვლით. ჩვენი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, სრულად დავაკმაყოფილოთ სახელმწიფო დაწესებულებების წინაშე არსებული უნიკალური მარეგულირებელი და საანგარიშგებო მოთხოვნები, რითაც უზრუნველვყოფთ გამჭვირვალობას, სიზუსტესა და ანგარიშვალდებულებას მათ ფინანსურ ანგარიშგებებში.

სამედიცინო სექტორი

სამედიცინო სექტორი

ჩვენ ვთავაზობთ ფინანსური აუდიტის სერვისებს ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის - მათ შორის სახელმწიფო მფლობელობაში არსებული სამედიცინო დაწესებულებებისთვის. ჩვენი გამოცდილება ეხმარება ამ დაწესებულებებს დააკმაყოფილონ რეგულაციური მოთხოვნები, შეინარჩუნონ ზუსტი ფინანსური ანგარიშგება და უზრუნველყონ ოპერაციების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

წარმოება და დისტრიბუცია

წარმოება და დისტრიბუცია

ინდუსტრიის კონსოლიდაციამ, გლობალიზაციამ, წარმოების ხარჯების ზრდამ და მიწოდების ჯაჭვების განვითარებამ შექმნა რთული და მაღალი რისკის შემცველი გარემო მწარმოებელი კომპანიებისთვის. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში სხვადასხვა სექტორის კლიენტებთან, მათ შორის: ჩიფსების წარმოება, მზესუმზირის თესლის გადამუშავება, ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვა და ჩაის პროდუქტები. ჩვენი ექსპერტული ცოდნა სცილდება ტრადიციულ გადაწყვეტებს და გთავაზობთ 360-გრადუსიან მიდგომას თქვენი კომპანიის ოპერაციული, ფინანსური და სტრატეგიული გამოწვევების სრულყოფილად გადაწყვეტისათვის.

არასამეწარმეო სექტორი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები

არასამეწარმეო სექტორი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები

ჩვენ ვაწვდით ფინანსური აუდიტის მომსახურებებს საქართველოში მოქმედ არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებს, მხარს ვუჭერთ სხვადასხვა მისიისა და ოპერაციული მასშტაბის მქონე სუბიექტებს. ჩვენი გამოცდილება მოიცავს ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას საქართველოსა და რეგიონში არსებული ეკონომიკის ლიდერი საგნობრივი ჰაბების შენარჩუნების მიზნით, ასევე ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ინიციატივებზე. ამ აქტივობებში შედის: ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა, განათლებისა და შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერა, რეგიონული და საერთაშორისო საგრანტო პროგრამების მართვა და გარემოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში საზოგადოების მონაწილეობის პოპულარიზაცია.

უძრავი ქონება

უძრავი ქონება

უძრავ ქონებაზე მუდმივად მზარდი მოთხოვნის გამო, მძლავრი ფინანსური და ოპერაციული სტრატეგიის არსებობა გადამწყვეტ როლს თამაშობს თქვენი ინვესტიციის დაცვასა და გაფართოებაში. ჩვენი გუნდი ფინანსური აუდიტის მომსახურებას უწევს უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლებს. ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც საქმიანობენ მრავალ მოიჯარეს შორის დადებული გრძელვადიანი ქვეიჯარის კონტრაქტების ფარგლებში. ჩვენ მათ ვეხმარებით საოპერაციო კონტროლისა და ბრენდის ერთიანობის შენარჩუნებაში, ასევე მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში, ფინანსური აღრიცხვის სიზუსტისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფასთან ერთად.

პერსონალით უზრუნველყოფა

პერსონალით უზრუნველყოფა

პერსონალითა და აუთსორსინგის მომსახურებით უზრუნველვყოფთ სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების, ვეხმარებით მათ რესურსების ოპტიმიზაციაში, ეფექტიანობის გაზრდასა და ბიზნესის უწყვეტობის შენარჩუნებაში. ჩვენი ექსპერტული ცოდნა მოიცავს ეკონომიკის სექტორების ფართო სპექტრს, მათ შორის, ქათმის მეურნეობა, ფეხსაცმლის წარმოება და უძრავი ქონების სექტორი. ჩვენი ინდივიდუალურად მორგებული მიდგომა უზრუნველყოფს, რომ თითოეული კლიენტი მიიღებს შესაბამის მხარდაჭერას თავისი უნიკალური ოპერაციული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ტექნოლოგიები

ტექნოლოგიები

ტექნოლოგიური ინდუსტრია მრავალ გამოწვევას აწყდება, რომლებიც პრობლემას უქმნიან იმ საფუძველს, რომელზეც, თავის მხრივ, ინოვაციები ვითარდება. ეკონომიკური რყევები, გეოპოლიტიკური ცვლილებები, მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნა, გლობალური კონკურენციის ზეწოლა და მარეგულირებელი გარემოს სირთულე ცვლიან კომპანიების მიერ სტრატეგიებისა და ბიზნეს-მოდელების შემუშავების გზას. ჩვენი ეროვნული ტექნოლოგიური პრაქტიკა მიმართულია მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტების უზრუნველყოფისკენ, რაც გაიზრდება კლიენტებთან ერთად, ჩვენი კოლექტიური ექსპერტული ცოდნის, ხედვისა და შემოქმედებითობის მეშვეობით, რათა დაეხმაროს მათ გაურკვევლობასთან გამკლავებასა და გრძელვადიანი წარმატების მიღწევაში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

გამოწერა

ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა მყარი და გრძელვადიანი ურთიერთობა კლიენტებთან. მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვეხმარებით კომპანიებს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენაში. ვიცით, როგორ ვიპოვოთ გზები ზრდისთვის, ტრანსფორმაციისთვის და მდგრადი მომავლის შესაქმნელად.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

შპს "იუ ეიჩ უაი საქართველო" არის სამართლებრივად დამოუკიდებელი ფირმა და UHY-ის საერთაშორისო ქსელის წევრი. არც შპს "იუ ეიჩ უაი საქართველო" და არც UHY-ის რომელიმე წევრი ფირმა არ არის პასუხისმგებელი სხვა წევრი ფირმების მიერ გაწეულ მომსახურებაზე.

ვებგვერდის მიზანია ზოგადი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ თემებზე. აღნიშნული მასალა არ წარმოადგენს რომელიმე საკითხის სრულ განხილვას და არ განიხილება როგორც პროფესიული ან საქმიანი ურთიერთობის საფუძველი. აღნიშნული ინფორმაცია არ განიხილება როგორც ბუღალტრული, საგადასახადო, საინვესტიციო, იურიდიული ან სხვა პროფესიული რჩევა ან მომსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაცია იყოს ზუსტი და აქტუალური, ვერ ვიძლევით პირდაპირ ან არაპირდაპირ გარანტიას მის სისწორესთან დაკავშირებით და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას შეცდომებსა ან გამოტოვებულ ინფორმაციაზე.

ჩვენ ვცდილობთ, რომ გვერდი ხელმისაწვდომი იყოს 24 საათის განმავლობაში, თუმცა არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მის დროებით ხარვეზზე ან გათიშვაზე. ვებგვერდზე წვდომა შესაძლოა დროებით შეიზღუდოს სისტემური გაუმართაობის, ტექნიკური მომსახურების, განახლების ან UHY-ს კონტროლის ფარგლებს გარეთ არსებული მიზეზების გამო.

ვებგვერდი განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის. ნებისმიერი პირის მიერ აქ წარმოდგენილი მასალის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გამოწვეულ ზიანზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება ვებგვერდის მფლობელს. ამ ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს.

By clicking “Accept All Cookies”, you agree to the storing of cookies on your device to enhance site navigation, analyze site usage, and assist in our marketing efforts.

Logo