
UHY International
UHY International
UHY International წარმოადგენს დამოუკიდებელი აუდიტორული, ბუღალტრული, საგადასახადო, საკონსულტაციო და იურიდიული ფირმების ერთ-ერთ წამყვან გლობალურ ქსელს.
დაარსდა: 1986 წელს — დაარსებიდან მოყოლებული, UHY ჩამოყალიბდა, როგორც ბიზნესზე ორიენტირებული და მჭიდროდ დაკავშირებული საერთაშორისო ქსელი.
გლობალური მასშტაბი: UHY ოპერირებს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მსოფლიოს 334 მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრში და აერთიანებს 10,000-ზე მეტ პროფესიონალსა და თანამშრომელს.
საერთაშორისო აღიარება: შემოსავლის მიხედვით, UHY მსოფლიოში 21-ე ადგილზეა საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელებს შორის.
რეგულატორული შესაბამისობა: UHY-ის 33 წევრი ფირმა რეგისტრირებულია PCAOB-ში (Public Company Accounting Oversight Board).
პროფესიული სტატუსი: UHY არის Forum of Firms-ის წევრი — საერთაშორისო აუდიტორული ქსელების ასოციაციის.
აღმასრულებელი ოფისი: ქსელის აღმასრულებელი ოფისი მდებარეობს ლონდონში, გაერთიანებულ სამეფოში.
UHY საქართველო
შპს „იუ ეიჩ უაი საქართველო“ დაფუძნდა თბილისში 2010 წელს და უკვე ათწლეულზე მეტია, რაც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს.
2018 წელს გავხდით UHY International-ის წევრი და შევუერთდით პროფესიონალთა გლობალურ ქსელს, პარალელურად შევინარჩუნეთ მტკიცე და სტაბილური პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე.
2021 წლიდან ვფლობთ საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) აუდიტის ლიცენზიას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებს გავუწიოთ უმაღლესი ხარისხის პროფესიული მომსახურება.
UHY საქართველო წარმოადგენს რეგიონულ საკოორდინაციო ცენტრს კავკასიისა და ცენტრალური აზიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში და აერთიანებს ფილიალებს რამდენიმე ქვეყანაში.
ჩვენ ვაერთიანებთ ადგილობრივი ბაზრის ღრმა ცოდნას საერთაშორისო სტანდარტებს, გლობალურ რესურსებს და პარტნიორის უშუალო ჩართულობაზე დაფუძნებულ მომსახურებას. ჩვენი კლიენტები სარგებლობენ პარტნიორების აქტიური მონაწილეობით, სწრაფი კომუნიკაციითა და გლობალურ პრაქტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით.
ჩვენ ვეხმარებით როგორც ქართულ ბიზნესებს საზღვრებს გარეთ გაფართოებაში, ასევე მრავალეროვნულ ჯგუფებს, რომლებიც ოპერირებენ კომპლექსურ გარემოში, რათა ხელი შევუწყოთ მათ სტაბილურ განვითარებას და წარმატებულ პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე.

პროფესიული მომსახურება
დაგვიკავშირდით