
ჩვენი ღირებულებები
კომპანიის მენეჯმენტი და მისი თითოეული თანამშრომელი მოქმედებენ პროფესიული ეთიკის კოდექსით (IESBA Code of ethics) განმტკიცებული ძირითადი ფასეულობების შესაბამისად.
ქვემოთ მოცემული პრინციპები UHY-ს გუნდის საქმიანობის ქვაკუთხედია ნებისმიერ ეტაპზე.
მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება
იუ ეიჩ უაი საქართველოს გუნდის თითოეული წევრი:
მოქმედებს კეთილსინდისიერად და ობიექტურად, ყველა სახის პროფესიულ და საქმიან ურთიერთობებში.
არ ერთვება ისეთ საქმიანობაში, რომელიც აზიანებს ან შეიძლება დააზიანოს კომპანიის რეპუტაცია ან მისი სახელწოდება.
სამართლიანია და ჯეროვნად მოქმედებს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ზეწოლას განიცდის
არ არის მიკერძოებული
გულისხმიერება და სოციალური პასუხისმგებლობა
ჩვენი პროფესიონალები მუდმივად:
მოქმედებენ გულმოდგინედ, სათანადო ტექნიკური და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად;
საზოგადო ინტერესების სასარგებლოდ იღებენ გადაწყვეტილებებს და მოქმედებენ გონივრულ ვადებში, მიუხედავად იმისა, არის თუ არა საქმე კომერციული ან საფინანსო მიმართულების.
საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობა
იუ ეიჩ უაი საქართველოს თითოეული თანამშრომელი:
იცავს სათანადო კანონებსა და მარეგულირებელ ნორმებს.
საქმიანობაში ითვალისწინებს საერთაშორისო და ეროვნულ პროფესიულ სტანდარტებს.
კონფიდენციალურობა და პროფესიული ეთიკა
იუ ეიჩ უაი საქართველოს თითოეული თანამშრომელი:
იცავს პროფესიული და საქმიანი ურთიერთობის შედეგად მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.
ასეთ ინფორმაციას იყენებს მხოლოდ დასაშვებ და ეთიკურ ჩარჩოებში.
მაღალი პროფესიული კომპეტენცია
ჩვენი პროფესიონალები მუდმივად:
აღრმავებენ თავიანთ პროფესიულ ცოდნას და უნარებს, რათა უზრუნველყონ მომსახურების მაღალი ხარისხი.
იცავენ პროფესიული კომპეტენციის მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს.
უწყვეტი პროფესიული განვითარება
იუ ეიჩ უაი საქართველო:
უზრუნველყოფს თანამშრომლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას — უზრუნველყოფს ტრენინგებს, სემინარებს და სასერტიფიკატო პროგრამებს.
ქმნის პირობებს ცოდნისა და უნარების განახლებისთვის და მხარს უჭერს კარიერულ წინსვლას.
ზრუნავს, რომ თითოეულმა კლიენტმა მიიღოს თანამედროვე პრაქტიკაზე და უახლეს ცოდნაზე დაფუძნებული მომსახურება.