
სერვისები
ჩვენი ვალდებულება კლიენტებისათვის ღირებულებების შექმნა და გაფართოებაა. ჩვენ დაგეხმარებით განვითარების სტრატეგიის ფორმირებაში, ასევე ახალი ბაზრების, შემოსავლის წყაროების და შესაძლებლობების აღმოჩენაში.
მართეთ თქვენი კომპანია სწორად, დაიცავით მარეგულირებელი ნორმები და მუდმივად ისეთ გადაწყვეტილებაზე იყავით ორიენტირებული, რომელიც ხელშესახებ შედეგს უზრუნველყოფს.
სტრატეგიული დაგეგმვა მნიშვნელოვანია მდგრადი ბიზნესისათვის, რათა მაქსიმალურად გაზარდოთ კომპანიის ღირებულება და შექმნათ შესაძლებლობები. ჩვენ ვქმნით დეტალურ გეგმას, რომელიც თქვენი კომპანიის ღირებულებას გაზრდის, გათვლილი იქნება გრძელვადიან მდგრადობასა და წარმატებაზე.
ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საკონსულტაციო სერვისები
ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურად მორგებულ ბუღალტრულ სერვისებს — შიდა ფინანსური გუნდის არარსებობის, სრულად დაკომპლექტებული დეპარტამენტის ან შუალედური მოდელის პირობებში.
მოგვანდეთ თქვენთვის საკვანძო ბიზნეს და ფინანსური ფუნქციების აუთსორსინგი ჩვენ და მიიღეთ წვდომა გამოცდილ გუნდთან, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი პროცესების ეფექტურად მართვას. ეს საშუალებას მისცემს თქვენს შიდა რესურსებს, ფოკუსირდნენ უფრო მაღალი ღირებულების, შემოსავლის მომტან ძირითად ბიზნეს ფუნქციებზე.
ბუღალტრული სერვისები
ჩვენ გთავაზობთ გარდაქმნათ თქვენი ფინანსები მაღალი დონის ტექნოლოგიებითა და გამართული პროცესებით. UHY-ის პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს დროულ უკუკავშირს და განახლებებს თქვენი კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად.
ფინანსური დაგეგმვა და ანალიზი
ჩვენ გთავაზობთ ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის კომპლექსურ მომსახურებებს, რომლებიც მოიცავს ბიუჯეტირებას, პროგნოზირებას და მაღალი დონის ფინანსურ მოდელირებას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად.
ჩვენი გუნდი, ასევე, სპეციალიზდება შესრულების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შექმნაში, ოპერაციული შესრულების მართვის სისტემების (OPMS) განვითარებასა და ხარჯების ოპტიმიზაციის სტრატეგიების შემუშავებაში, ფინანსური ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად და მდგრადი ზრდის მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვქმნით შესრულების ძირითადი ინდიკატორების (KPI) სისტემებს, ვაანალიზებთ ოპერაციულ შედეგებს და ვქმნით ხარჯების ოპტიმიზაციის სტრატეგიებს, რომლებიც ზრდის ფინანსურ გამჭვირვალობასა და ეფექტიანობას და ხელს უწყობს მდგრად განვითარებას.
საგადასახადო დაგეგმვა
ფინანსური და კომერციული ოპერაციების სტრატეგიული დაგეგმვა, რომელიც უზრუნველყოფს საგადასახადო ოპტიმიზაციასა და საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას კანონმდებლობის ფარგლებში.
აქციების პირველადი განთავსების მომსახურება
ვატარებთ კომპანიის ფინანსური სისტემების, ოპერაციებისა და კორპორაციული მმართველობის სრულ შეფასებას, ვადგენთ ხარვეზებს და ვეხმარებით გაძლიერებაში. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს შესაბამისობას რეგულაციებთან, აუმჯობესებს ფინანსური ანგარიშგებისა და გამჟღავნების პროცესებს და ნერგავს შიდა კონტროლის ჩარჩოს.
კონტაქტი
გაგზავნის ღილაკზე დაჭერით თანხმობას აცხადებთ, რომ UHY დაგიკავშირდეთ.