UHY header-overlay
2024 წლის აპრილში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ (IASB) გამოსცა IFRS 18 „ფინანსური ანგარიშგების წარდგენა და ინფორმაციის გამჟღავნება. “

2024 წლის აპრილში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ (IASB) გამოსცა IFRS 18 „ფინანსური ანგარიშგების წარდგენა და ინფორმაციის გამჟღავნება. “

  • მთავარი
  • საქმიანი სიახლეები
  • 2024 წლის აპრილში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ (IASB) გამოსცა IFRS 18 „ფინანსური ანგარიშგების წარდგენა და ინფორმაციის გამჟღავნება. “

სტატია შეკითხვებისა და პასუხების ფორმატშია წარმოდგენილი და მისი მიზანია დაეხმაროს მკითხველს ახალი IFRS სტანდარტის ტექნიკური შინაარსის ათვისებაში.

IFRS 18-მა მოგება-ზარალის ანგარიშში დანერგა ახალი კატეგორიები. კონკრეტულად რომელი კატეგორიებია და როგორ გამოიყენება ისინი?

მოგება-ზარალის ანგარიშში 5 ახალი კატეგორია განისაზღვრა:

  • საოპერაციო

  • საინვესტიციო

  • საფინანსო

  • მოგების გადასახადების

  • შეწყვეტილი ოპერაციების

საოპერაციო,  მოგების გადასახადების და შეწყვეტილი ოპერაციების კატეგორიები

საოპერაციო კატეგორია გამოიყენება იმ შემოსავლისა და ხარჯებისთვის, რომლებიც არ შედის დანარჩენ ოთხ კატეგორიაში.

მოგების გადასახადების კატეგორია მოიცავს IAS 12 „ მოგებიდან გადასახადების “ სტანდარტის გამოყენებიდან წარმოშობილ საგადასახადო შემოსავალსა და ხარჯებს.

შეწყვეტილი ოპერაციების კატეგორია გამოიყენება იმ შემოსავლებისა და ხარჯებისთვის, რომლებიც გამომდინარეობს შეწყვეტილი საქმიანობიდან IFRS 5 “გასაყიდად გამიზნული გრძელვადიანი აქტივები და შეწყვეტილი ოპერაციები “- ს შესაბამისად.

საინვესტიციო კატეგორია

საინვესტიციო კატეგორია მოიცავს შემოსავალსა და ხარჯებს, რომლებიც წარმოიქმნება:

  • ასოცირებულ კომპანიებში განხორციელებული ინვესტიციებიდან

  • ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტებიდან

  • სხვა აქტივებიდან, რომლებიც ორგანიზაციის სხვა რესურსებისგან დამოუკიდებლად წარმოქმნიან შემოსავალს.

მათ შორის შეიძლება იყოს: ობლიგაციებში ან აქციებში ინვესტიციები („მარტივი“ ან „სავაჭრო“), ასევე საინვესტიციო უძრავი ქონება. შესაბამისად, ამ კატეგორიაში აისახება ისეთი შედეგები, როგორიცაა პროცენტი და დივიდენდი ინვესტიციებთან მიმართებით, ქირავნობის შემოსავალი, საინვესტიციო ქონების ამორტიზაცია, რეალიზაციიდან მიღებული მოგება/ზარალი გარდა ძირითადი საშუალებებისა), სამართლიანი ღირებულების ცვლილებები და ასოცირებული საწარმოს მოგება ან ზარალი - ყველა ჩაითვლება საინვესტიციო კატეგორიაში.

საფინანსო საქმიანობის კატეგორია

ვალდებულებათა ნაწილი მხოლოდ ფინანსური რესურსების მოზიდვიდან გამომდინარეობს, როგორიცაა საბანკო სესხები და სესხის ობლიგაციები. ამ ვალდებულებებთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები, მათ შორის მათი აღიარება და შემდგომი ჩამოწერა, ასახულია საფინანსო კატეგორიაში.

ამავე კატეგორიაში აისახება ისეთი ელემენტები, როგორიცაა სესხებზე დარიცხული პროცენტები და ასევე დივიდენდები გამოშვებულ აქციებზე, რომლებიც ითვლება ვალდებულებად (მაგ., გამოსასყიდი პრეფერენციული აქციები ან ფიქსირებული დივიდენდით აქციები).

არსებობს ვალდებულებებიც, რომლებიც მხოლოდ ფინანსირების მოზიდვას არ უკავშირდება. მაგალითად, საიჯარო ვალდებულებები და ლიკვიდაციის რეზერვები. ამ ვალდებულებებიდან წარმოშობილი პროცენტული ხარჯებიც, მათ შორის ფასდაკლების გაუქმება, ასევე ასახება საფინანსო კატეგორიაში.

IFRS 18-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოგება-ზარალის ანგარიშში სავალდებულო შუალედური შედეგების დანერგვაა:

  • საოპერაციო მოგება (ან ზარალი),

  • მოგება (ან ზარალი) ფინანსურ ხარჯებსა და გადასახადებამდე

  • საბოლოო მოგება (ან ზარალი) — იგივე „წლის მოგება“.

აღსანიშნავია, რომ როგორც „საოპერაციო მოგება (ან ზარალი)“, ასევე „მოგება (ან ზარალი) ფინანსურ ხარჯებსა და გადასახადებამდე“ უნდა წარადგინონ, თუნდაც მათი ოდენობა იდენტური იყოს.

რაც შეეხება „მთლიან მოგებას“ და „გადასახადებამდე მოგებას“, მათი წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუმცა კომპანიები ხშირად ასახავენ, რათა ანგარიშგება იყოს უფრო სტრუქტურირებული და პრაქტიკულად გამოსადეგი.

IFRS 18 მკაფიოდ ადგენს, რომ ერთგვაროვანი მახასიათებლების მქონე ხარჯები უნდა გაერთიანდეს, განსხვავებული მახასიათებლების მქონე კი — დაიშალოს. ეს აუცილებელია ანგარიშგების სიზუსტისა და გამჭვირვალობისთვის.

მაგალითად, ადამიანური რესურსები, IT, იურიდიული და ბუღალტრული ხარჯები შეიძლება გაერთიანდეს ერთ ხაზში — „ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები“.

თუმცა, გუდვილის გაუფასურების ზარალი არსებითად განსხვავებულია და მისი დაჯამება სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებთან არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ამით დაირღვევა ინფორმაციის გამჭვირვალობა და დაიფარება არსებული მონაცემები.

ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშზე IFRS 18-ის ზეგავლენა

IFRS 18-ის მიღებამ გამოიწვია IAS 7-ის “ფულადი ნაკადების ანგარიშგება ” სტანდარტის ცვლილება.

წარსულში, როდესაც საწარმო იყენებდა არაპირდაპირ მეთოდს „ოპერაციებიდან მიღებული ფულადი სახსრების“ წარმოსაჩენად, იგი ანგარიშს იწყებდა მოგება-ზარალის ანგარიშში მოცემული „მოგება გადასახადებამდე“ მაჩვენებლით. IFRS 18-ის ამოქმედების შემდეგ, სავალდებულო გახდა „საოპერაციო მოგების“ მაჩვენებლის გამოყოფა, რაც ამ პროცესს ცვლის.

IAS 7-ში ნაცვლად ტერმინისა "საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრები", გამოიყენება "საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრები გადასახადებამდე".

IFRS 18-ის ცვლილებამდე კომპანიებს შეეძლოთ დივიდენდებისა და პროცენტის გადახდა წარმოედგინათ ოპერაციულ ან ფინანსურ აქტივობებში.

IFRS 18-ის ცვლილებებით დადგენილია, რომ დივიდენდების გადახდა სავალდებულოდ მიეკუთვნება ფინანსურ აქტივობებს და პროცენტის გადახდაც უმეტეს შემთხვევაში ასევე ფინანსურ აქტივობებში აისახება.

პრაქტიკული შედეგები:

  1. კაპიტალზე ანაზღაურებისა და პროცენტის დაფარვის გამოთვლისას უნდა გამოიყენებოდეს „მოგება ფინანსურ ხარჯებსა და გადასახადებამდე“, რომელიც ცნობილია როგორც Profit before financing and income taxes. (PBIT).  არ უნდა აგვერიოს „მოგება გადასახადებამდე“-ში, რადგან მათ შეიძლება ჰქონდეთ ერთნაირი აბრევიატურა.

  2. აქტივების ბრუნვადობის მაჩვენებლის გამოთვლისას, „ოპერაციული მოგების მარჟა“ მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოვიყენოთ, თუ ოპერაციული მოგება უდრის მოგებას ფინანსურ ხარჯებსა და გადასახადებამდე (ანუ არ არსებობს საინვესტიციო შემოსავალი).

  3. ანალოგიურად, როდესაც არსებობს საინვესტიციო შემოსავალი, „ოპერაციული მოგება“ ამ მაჩვენებლებისთვის შეუსაბამოა.

  4. IFRS 18-ის თანახმად, მოგება-ზარალის ანგარიშში ორივე მაჩვენებელი — „ოპერაციული მოგება“ და „მოგება ფინანსურ ხარჯებსა და გადასახადებამდე“ — უნდა გამოჩნდეს, თუნდაც მათი ოდენობა იდენტური იყოს.

დაყოფა და გაერთიანება

ორგანიზაციებმა უნდა გააერთიანონ ერთი ტიპის ელემენტები და გააცალკევონ  განსხვავებულები, რათა არ დაიკარგოს არსებული ინფორმაცია. მაგალითად, ადმინისტრაციული ხარჯები შეიძლება გავაერთიანოთ, თუმცა გუდვილის არსებითი გაუფასურება ცალკე უნდა გამოვყოთ.

IFRS 18-ის შედეგად ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში შეტანილი ცვლილებები

  • არაპირდაპირი მეთოდით წარდგენა იწყება ოპერაციული მოგებით და არა მოგებით გადასახადებამდე.

  • დივიდენდების გადახდა სავალდებულოდ მიეკუთვნება საფინანსო ფულადი ნაკადებს.

  • პროცენტის გადახდა ძირითადად ასევე ასახული უნდა იყოს საფინანსო ნაკადებში, გარდა განსაკუთრებული მითითებისა.

  • „ოპერაციებიდან მიღებული ფულადი სახსრები“ ჩანაცვლდა ტერმინით „ფულადი სახსრები ოპერაციული საქმიანობიდან გადასახადებამდე“.

დამატებითი ცვლილებები

საწარმოს უწყვეტი ფუნქციონირების პრინციპის მოთხოვნებმა IAS 1-იდან IAS 8-ში გადაინაცვლა, რომლის სათაურიც შეიცვალა და ახლა არის „სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები“.

დასკვნა

IFRS 18 არსებითად ცვლის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სტრუქტურას, აღიარებისა და შეფასების წესების ცვლილების გარეშე:

  • მოგება-ზარალის ანგარიშის ხუთი კატეგორია

  • სავალდებულო შუალედური მაჩვენებლები

  • კატეგორიების დაყოფა და გაერთიანება

  • ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში შეტანილი ცვლილებები

გაქვთ კითხვა?

შეავსეთ ფორმა, რათა ჩვენს ერთ-ერთ სპეციალისტთან ისაუბროთ.

გაგზავნის ღილაკზე დაჭერით თანხმობას აცხადებთ, რომ UHY დაგიკავშირდეთ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

გამოწერა

ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა მყარი და გრძელვადიანი ურთიერთობა კლიენტებთან. მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვეხმარებით კომპანიებს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენაში. ვიცით, როგორ ვიპოვოთ გზები ზრდისთვის, ტრანსფორმაციისთვის და მდგრადი მომავლის შესაქმნელად.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

შპს "იუ ეიჩ უაი საქართველო" არის სამართლებრივად დამოუკიდებელი ფირმა და UHY-ის საერთაშორისო ქსელის წევრი. არც შპს "იუ ეიჩ უაი საქართველო" და არც UHY-ის რომელიმე წევრი ფირმა არ არის პასუხისმგებელი სხვა წევრი ფირმების მიერ გაწეულ მომსახურებაზე.

ვებგვერდის მიზანია ზოგადი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ თემებზე. აღნიშნული მასალა არ წარმოადგენს რომელიმე საკითხის სრულ განხილვას და არ განიხილება როგორც პროფესიული ან საქმიანი ურთიერთობის საფუძველი. აღნიშნული ინფორმაცია არ განიხილება როგორც ბუღალტრული, საგადასახადო, საინვესტიციო, იურიდიული ან სხვა პროფესიული რჩევა ან მომსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაცია იყოს ზუსტი და აქტუალური, ვერ ვიძლევით პირდაპირ ან არაპირდაპირ გარანტიას მის სისწორესთან დაკავშირებით და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას შეცდომებსა ან გამოტოვებულ ინფორმაციაზე.

ჩვენ ვცდილობთ, რომ გვერდი ხელმისაწვდომი იყოს 24 საათის განმავლობაში, თუმცა არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მის დროებით ხარვეზზე ან გათიშვაზე. ვებგვერდზე წვდომა შესაძლოა დროებით შეიზღუდოს სისტემური გაუმართაობის, ტექნიკური მომსახურების, განახლების ან UHY-ს კონტროლის ფარგლებს გარეთ არსებული მიზეზების გამო.

ვებგვერდი განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის. ნებისმიერი პირის მიერ აქ წარმოდგენილი მასალის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გამოწვეულ ზიანზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება ვებგვერდის მფლობელს. ამ ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს.

By clicking “Accept All Cookies”, you agree to the storing of cookies on your device to enhance site navigation, analyze site usage, and assist in our marketing efforts.

Logo