UHY header-overlay
IFRS S1 და S2: ანგარიშგების ახალი ეპოქა მდგრადი განვითარების პირობებში

IFRS S1 და S2: ანგარიშგების ახალი ეპოქა მდგრადი განვითარების პირობებში

ძირითადი ასპექტები

  • ანგარიშგების შესაბამისობა – IFRS S1 და S2 აერთიანებს მდგრადი განვითარებისა და ფინანსური ანგარიშგების მიდგომებს.

  • მეტი გამჭვირვალობა და ნდობა – ინვესტორებსა და პარტნიორებს ეძლევათ სრულყოფილი სურათი კომპანიების მდგრადი განვითარების პოლიტიკის შესახებ.

  • თანმიმდევრულობა და რეგულაციების დაცვა – აუცილებელია ზუსტად გაიწეროს რეგულაციები და ეტაპობრივად დაინერგოს ისინი, რათა პროცესმა შეუფერხებლად ჩაიაროს.

ახალი სტანდარტების დანერგვა

2023 წლის ივნისში მდგრადი განვითარების საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ (ISSB) დაამტკიცა პირველი ორი გლობალური სტანდარტი:

  • IFRS S1 – მდგრადი განვითარების შესახებ ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების საერთო მოთხოვნები

  • IFRS S2 – კლიმატთან დაკავშირებით გასამჟღავნებელი ინფორმაცია

ეს სტანდარტები უკვე აღიარებულია 40-ზე მეტ ქვეყანაში და მიზნად ისახავს ერთიანი ჩარჩოს შექმნას, რომლითაც კომპანიები თავიანთ გავლენას, რისკებსა და შედეგებს გაზომავენ.

მდგრადობა როგორც ფინანსური სიძლიერის ნაწილი

IFRS S1 აფართოებს საზღვრებს – ის არ შემოიფარგლება მხოლოდ კლიმატის თემით, არამედ მდგრადობის ყველა მნიშვნელოვან ფაქტორს მოიცავს. კომპანიები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • მდგრადობის მიზნების მართვა და ზედამხედველობა;

  • მდგრადობასთან დაკავშირებული რისკების სამართავად გამოყენებული შიდა კონტროლის მექანიზმები და პროცედურები;

  • მდგრადობის ფაქტორების ინტეგრირება საერთო ბიზნეს სტრატეგიასა და რისკების მართვის ჩარჩოში.

IFRS S2, რომელიც ძალაში შევიდა 2024 წლის 1 იანვრიდან, ეფუძნება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფინანსური ანგარიშგების სამუშაო ჯგუფის (TCFD) მოდელს და მოითხოვს ანგარიშგებას ოთხი ძირითადი მიმართულებით: მმართველობა, სტრატეგია, რისკების მართვა და მაჩვენებლები/მიზნები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა Scope 1, Scope 2 და Scope 3 კატეგორიებში ემისიების გამჟღავნება, რაც იძლევა კომპანიის კლიმატურ ზემოქმედებაზე და ეკოლოგიურ კვალზე სრულყოფილ და ყოვლისმომცველ სურათს.

ბიზნესისთვის გამოწვევები და შესაძლებლობები

ცვლილებების მასშტაბი დამოკიდებულია სექტორზე და არსებული პრაქტიკის ეფექტურობაზე. მაღალი ემისიის მქონე კომპანიებს შესაძლოა სტრატეგიის გადახედვა დაჭირდეთ.

  • გადასვლა განახლებად ენერგიის ტექნოლოგიებზე;

  • რესურსების გამოყენების ოპტიმიზაცია და ხარჯების შემცირება;

  • კლიმატურ ცვლილებებზე მდგრადი ბიზნეს-მოდელების შექმნა;

ორგანიზაციებმა უნდა გააძლიერონ მმართველობა, კონტროლი და კვალიფიკაცია. მათ წინაშე შემდეგი ამოცანები დგას:

  • ხარვეზების იდენტიფიცირება და მზაობის შეფასება;

  • შიდა პროცესების შეფასება და გაუმჯობესება;

  • ფინანსური დეპარტამენტის და მდგრადი განვითარების გუნდების კვალიფიკაციის ამაღლება;

  • მარეგულირებელთან მჭიდრო თანამშრომლობა შესაბამისობის უზრუნველსაყოფად

ამ მიზნების მისაღწევად ორგანიზაციებმა დამატებითი რესურსები უნდა გამოყონ:

დასკვნა

IFRS S1 და S2 წარმოადგენს სტრატეგიულ შესაძლებლობას — არა მხოლოდ რეგულაციის შესრულებას, არამედ ბიზნესის მდგრადობის, გამჭვირვალობისა და ინვესტორთა ნდობის გაძლიერებას გლობალური სტანდარტების დონეზე.

გაქვთ კითხვა?

შეავსეთ ფორმა, რათა ჩვენს ერთ-ერთ სპეციალისტთან ისაუბროთ.

გაგზავნის ღილაკზე დაჭერით თანხმობას აცხადებთ, რომ UHY დაგიკავშირდეთ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

გამოწერა

ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა მყარი და გრძელვადიანი ურთიერთობა კლიენტებთან. მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვეხმარებით კომპანიებს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენაში. ვიცით, როგორ ვიპოვოთ გზები ზრდისთვის, ტრანსფორმაციისთვის და მდგრადი მომავლის შესაქმნელად.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

შპს "იუ ეიჩ უაი საქართველო" არის სამართლებრივად დამოუკიდებელი ფირმა და UHY-ის საერთაშორისო ქსელის წევრი. არც შპს "იუ ეიჩ უაი საქართველო" და არც UHY-ის რომელიმე წევრი ფირმა არ არის პასუხისმგებელი სხვა წევრი ფირმების მიერ გაწეულ მომსახურებაზე.

ვებგვერდის მიზანია ზოგადი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ თემებზე. აღნიშნული მასალა არ წარმოადგენს რომელიმე საკითხის სრულ განხილვას და არ განიხილება როგორც პროფესიული ან საქმიანი ურთიერთობის საფუძველი. აღნიშნული ინფორმაცია არ განიხილება როგორც ბუღალტრული, საგადასახადო, საინვესტიციო, იურიდიული ან სხვა პროფესიული რჩევა ან მომსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაცია იყოს ზუსტი და აქტუალური, ვერ ვიძლევით პირდაპირ ან არაპირდაპირ გარანტიას მის სისწორესთან დაკავშირებით და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას შეცდომებსა ან გამოტოვებულ ინფორმაციაზე.

ჩვენ ვცდილობთ, რომ გვერდი ხელმისაწვდომი იყოს 24 საათის განმავლობაში, თუმცა არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მის დროებით ხარვეზზე ან გათიშვაზე. ვებგვერდზე წვდომა შესაძლოა დროებით შეიზღუდოს სისტემური გაუმართაობის, ტექნიკური მომსახურების, განახლების ან UHY-ს კონტროლის ფარგლებს გარეთ არსებული მიზეზების გამო.

ვებგვერდი განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის. ნებისმიერი პირის მიერ აქ წარმოდგენილი მასალის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გამოწვეულ ზიანზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება ვებგვერდის მფლობელს. ამ ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს.

By clicking “Accept All Cookies”, you agree to the storing of cookies on your device to enhance site navigation, analyze site usage, and assist in our marketing efforts.

Logo