
მარიამ არაქელაშვილი 15 წელზე მეტი გამოცდილების მქონე აუდიტის პროფესიონალია, რომელიც წარმატებით ახორციელებს მაღალხარისხიანი აუდიტორული და საკონსულტაციო პროექტების ზედამხედველობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
მისი პროფესიული კომპეტენცია მოიცავს აუდიტის ხარისხის მართვას, პროფესიული პრაქტიკის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
UHY LLC-ში პარტნიორის რანგში იგი ხელმძღვანელობს აუდიტის მიმართულებას და უზრუნველყოფს გუნდის სტრატეგიულ განვითარებას.
საერთაშორისო გამოცდილება მარიამმა, მათ შორის, KPMG საუდის არაბეთში პროფესიული პრაქტიკის დეპარტამენტში მოღვაწეობის დროს მოიპოვა.
პროფესიული გამოცდილება
UHY LLC – 2024–დღემდე
KPMG Saudi Arabia – 2023–2024
KPMG Georgia LLC – 2010 - 2023
სერტიფიკატები და კვალიფიკაციები
ACCA — საერთაშორისო სერტიფიცირებული სპეციალისტი
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება.
განათლება
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ეკონომიკის ფაკულტეტი, ფინანსები და საბანკო საქმე.
კონტაქტი
გაგზავნის ღილაკზე დაჭერით თანხმობას აცხადებთ, რომ UHY დაგიკავშირდეთ.