ნათია შარაბიძე
თბილისი, საქართველო

ნათია აუდიტის და საკონსულტაციო სფეროში ორწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალია. აუდიტორულ კომპანია „იუ ეიჩ ვაი“-ს გუნდს შემოუერთდა 2025 წლის ივლისის თვიდან და იკავებს აუდიტორი A1-ის პოზიციას. აუდიტის სფეროში მუშაობს 2023 წლის დეკემბრის თვიდან. გამოცდილება მიღებული აქვს აუდიტორულ კომპანია „ეკოვის საქართველო აუდიტში“, სადაც, როგორც აუდიტორი A1 მონაწილეობდა ფინანსური აუდიტის პროექტებში.
ნათიას, ასევე, აქვს საჯარო ფინანსების სფეროში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება. მან კარიერა 2015 წელს დაიწყო საქართველოს ფინანთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში, სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოში. 2018-2021 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში, ფინანსური დაგეგმვისა და ბიუჯეტირების სამმართველოში, სადაც იკავებდა წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას.
პროფესიული გამოცდილება
UHY Georgia - აუდიტორი 2025 – დღემდე
Ecovis Georgia - აუდიტორი 2023 – 2025
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი - წამყვანი სპეციალისტი - 2018 – 2021
საქართველოს ფინანთა სამინისტროს სახელმწიფო ინვესტიციებისა და საბიუჯეტო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების სამმართველო - სტაჟიორი (2017 აგვისტო - იანვარი 2018)
საქართველოს ფინანთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი - პრაქტიკანტი - 2015 – 2015
სერტიფიკატები და კვალიფიკაციები
ACCA-ის მოდულები - (F1, F2, F3, F7, F8) ამჟამად სწავლობს ACCA-ის სრული სერტიფიცირების ქართულენოვან პროგრამაზე
არის საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ასოცირებული წევრი.
განათლება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
კონტაქტი
გაგზავნის ღილაკზე დაჭერით თანხმობას აცხადებთ, რომ UHY დაგიკავშირდეთ.