
თამარ ჩხაიძე არის UHY-ის საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი, საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებში მუშაობის ათ წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი. ის მართავს საგადასახადო კონსულტაციებს და უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კლიენტებისთვის ტექნიკურად გამართული და მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებების მიწოდებას.
თამარს გამოცდილება აქვს კომპლექსური პროეტების მართვაში ენერგეტიკის, სამშენებლო, საბანკო და ფინანსური სერვისების, პორტებისა და ლოგისტიკის, ტელეკომუნიკაციების, წარმოების, კრიპტო ვალუტების და ციფრული სერვისების სფეროებში. განსაკუთრებული ექსპერტიზა აქვს საერთაშორისო საგადასახადო საკითხებში, გადასახადების სტრუქტურირებაში, საერთაშორისო საგადასახადო დაგეგმვასა და კორპორატიულ რეორგანიზაციებში.
თამარი ასევე იყო საქართველოში საგადასახადო საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების და იმპლემენტაციის გუნდის წევრი.
პროფესიული გამოცდილება
UHY Georgia — 2025 – დღემდე
PwC Georgia — 2017–2020
BDO Georgia — 2010–2017
განათლება
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA), მენეჯმენტში — ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი, ფინანსებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კონტაქტი
გაგზავნის ღილაკზე დაჭერით თანხმობას აცხადებთ, რომ UHY დაგიკავშირდეთ.