
თინათინი კონსულტაციის სფეროში 15 წელზე მეტი გამოცდილების მქონე პროფესიონალია. იგი მრავალი წელია მუშაობს ფინანსური და საგადასახადო მიმართულებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში — მათ შორის სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. 2018 წლიდან თინათინი იკავებს UHY LLC-ის მმართველი პარტნიორის პოზიციას და აქტიურად არის ჩართული კომპანიის სტრატეგიულ მართვაში და პარტნიორებთან ურთიერთობაში.
თინათინ დავითაია მონაწილეობდა მრავალ რთულ და მასშტაბურ პროექტში, რის შედეგადაც მოიპოვა მნიშვნელოვანი გამოცდილება სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის: ენერგეტიკა, მშენებლობა, საბანკო და საფინანსო მომსახურება, პორტი და სატრანსპორტო მომსახურება, ტელეკომუნიკაციები, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, წარმოება, კრიპტოვალუტა და ვებ სერვისები.
მას გააჩნია კლიენტთა მრჩევლად მუშაობაში სიღრმისეული გამოცდილება საერთაშორისო დაბეგვრის, საგადასახადო სტრუქტურირების, ფინანსური დიუ დილიჯენსის (due diligence) და კორპორაციული რეორგანიზაციების საკითხებში.
პროფესიული გამოცდილება
UHY LLC - 2018 - დღემდე
ABG Consulting - 2010 - 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო — შემოსავლების სამსახური, აუდიტის დეპარტამენტი - მთავარი აუდიტორი / ჯგუფის მენეჯერი — 2010
Consulting Georgia — 2009–2010
თი ბი სი ბანკი (TBC Bank) — 2008–2009
სერტიფიკატები და კვალიფიკაციები
ACCA — საერთაშორისო სერტიფიცირებული სპეციალისტი
სერტიფიცირებული აუდიტორი, რეგ. № SARAS-F-176854
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (GFPAA) წევრი
განათლება
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბაკალავრის ხარისხი — ფიზიკის ფაკულტეტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობა
კონტაქტი
გაგზავნის ღილაკზე დაჭერით თანხმობას აცხადებთ, რომ UHY დაგიკავშირდეთ.