UHY header-overlay
banner image

აუდიტი და მარწმუნებელი გარიგებები

ანგარიშგების მოთხოვნებთან შესაბამისობა ბიზნესის ღირებულების ზრდისა და რისკების შემცირებასთან ერთად

სრულყოფილად დაგეგმილი, საფუძვლიანად და მაღალპროფესიულად შესრულებული აუდიტის, მარწმუნებელი მომსახურებისა და ანგარიშგების პროცესები არა მხოლოდ უზრუნველყოფს რეგულაციებთან სრულ შესაბამისობას, არამედ ხელს უწყობს ბიზნესის ღირებულების ზრდასა და რისკების ეფექტიან მართვას. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი ორგანიზაციის მიმდინარე მდგომარეობის სიღრმისეულ და კრიტიკულ ანალიზს და გეხმარებათ უფრო ძლიერი, გამძლე და მდგრადი მომავლის დაგეგმვაში.

კლიენტებთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ ვიღებთ სიღრმისეულ ცოდნას ინდუსტრიის გამოწვევებზე, ბიზნესრისკების დინამიკასა და ორგანიზაციულ გარემოზე, რაც გვაძლევს შესაძლებლობას შევიმუშაოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს როგორც შესაბამისობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ასევე სტრატეგიული მიზნების მიღწევას. იუ ეიჩ უაი საქართველო სთავაზობს აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურებების სრულ სპექტრს, მათ შორის: ფინანსურ აუდიტს, შესაბამისობის აუდიტს, მიმოხილვებს, კომპილაციებს, შეთანხმებულ პროცედურებსა და სხვა მომსახურებებს.

2010 წლიდან, იუ ეიჩ უაი საქართველო მომხმარებლებს აწვდის მაღალი ხარისხის პროფესიულ მომსახურებას. 2021 წლიდან ვფლობთ რა, საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) მომსახურების ლიცენზიას, ჩვენ პარტნიორებს ვთავაზობთ მაღალ დონეზე განვითარებულ მომსახურებებს, რომლებიც მიმართულია ინვესტორთა ნდობის ზრდისა და კაპიტალის ბაზრებში საჯარო ნდობის განმტკიცებისკენ. როგორც UHY International-ის - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუღალტრული ქსელის - წევრი, ჩვენ ვიყენებთ გლობალურ რესურსებსა და ექსპერტიზას რთული ტექნიკური საკითხების გადასაჭრელად და კლიენტებისთვის სანდო, ღირებულებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების უზრუნველსაყოფად.

დაგეხმარებით შემდეგი მიმართულებებით:

შეთანხმებული პროცედურები - დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი (ISRS 4400)

შეისწავლეთ თქვენი ორგანიზაციის კონკრეტული ინტერესის სფეროები შეთანხმებული პროცედურების მეშვეობით. ჩატარებული პროცედურებზე დაყრდნობით, მიიღეთ ფაქტობრივი მიგნებების ანგარიში — სრული აუდიტის ჩატარების გარეშე.

შესაბამისობა (კომპილაცია) და მიმოხილვა

შესაბამისობა და მიმოხილვა აუდიტთან შედარებით ნაკლებად მოცულობითი მომსახურებაა, თუმცა ორგანიზაციას აძლევს საბაზისო დონის ცოდნას ფინანსური ანგარიშგებების სისწორეზე.

ჩვენი აუდიტორები ახორციელებენ ანალიტიკურ პროცედურებს თქვენს ფინანსურ მონაცემებზე და სვამენ შესაბამის კითხვებს მენეჯმენტთან. ამ პროცესის შედეგად, დაგეხმარებით ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში და უზრუნველვყოფთ, მათ სისწორესა და სწორად წარდგენას თქვენ მიერ არჩეული ანგარიშგების ჩარჩოს შესაბამისად.

სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი (SPFS)

სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგება (SPFS) მზადდება კონკრეტული მომხმარებლების ანდა მიზნებისათვის და არა ფართო საზოგადოებისათვის. იგი ხშირად გამოიყენება: მარეგულირებელი ან კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად,

საგადასახადო ანგარიშგებისთვის, სესხის ან საკრედიტო ხელშეკრულებების ფარგლებში გამსესხებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ასევე, შიდა მენეჯმენტის საჭიროებებისათვის — ბიუჯეტირების, შესრულების შეფასებისა და მართვის მიზნით. SPFS შეიძლება მომზადდეს არა IFRS-ის, არამედ სხვა საბუღალტრო ჩარჩოს საფუძველზე. ასეთი ანგარიშგებები ორიენტირებულია მხოლოდ მიზნობრივი მომხმარებლების სპეციფიკურ საჭიროებებზე და შესაძლოა არ მოიცავდეს ზოგადი დანიშნულების ფინანსურ ანგარიშგებას (GPFS).

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი

არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი ფინანსური ანგარიშგება IFRS-ის, IFRS for SMEs-ის, US GAAP-ის თუ სხვა სტანდარტის შესაბამისად არის მომზადებული — ჩვენი კომპანია გთავაზობთ მაღალი ხარისხის, ყოვლისმომცველ აუდიტის მომსახურებას, რომელიც მორგებული იქნება თქვენთვის საჭირო სტანდარტების მოთხოვნებს.

ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს დაგეხმაროთ თანამედროვე ფინანსური ანგარიშგების კომპლექსური საკითხების გადაჭრაში. როგორც ლიცენზირებული აუდიტორული კომპანია, ჩვენ ვემსახურებით ყველა ტიპის საწარმოს საქართველოში — მათ შორის საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პირებს (სდპ). ჩვენი მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები ატარებენ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების აუდიტს სხვადასხვა ტიპის კომპანიებისთვის და ბიზნესსუბიექტებისთვის. ჩვენ ვაანალიზებთ თქვენს ფინანსურ ოპერაციებს და წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს, რათა გავაძლიეროთ თქვენი საქმიანობა და შიდა კონტროლის მექანიზმები.

კონტაქტი

გაგზავნის ღილაკზე დაჭერით თანხმობას აცხადებთ, რომ UHY დაგიკავშირდეთ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

გამოწერა

ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა მყარი და გრძელვადიანი ურთიერთობა კლიენტებთან. მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვეხმარებით კომპანიებს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენაში. ვიცით, როგორ ვიპოვოთ გზები ზრდისთვის, ტრანსფორმაციისთვის და მდგრადი მომავლის შესაქმნელად.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

შპს "იუ ეიჩ უაი საქართველო" არის სამართლებრივად დამოუკიდებელი ფირმა და UHY-ის საერთაშორისო ქსელის წევრი. არც შპს "იუ ეიჩ უაი საქართველო" და არც UHY-ის რომელიმე წევრი ფირმა არ არის პასუხისმგებელი სხვა წევრი ფირმების მიერ გაწეულ მომსახურებაზე.

ვებგვერდის მიზანია ზოგადი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ თემებზე. აღნიშნული მასალა არ წარმოადგენს რომელიმე საკითხის სრულ განხილვას და არ განიხილება როგორც პროფესიული ან საქმიანი ურთიერთობის საფუძველი. აღნიშნული ინფორმაცია არ განიხილება როგორც ბუღალტრული, საგადასახადო, საინვესტიციო, იურიდიული ან სხვა პროფესიული რჩევა ან მომსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაცია იყოს ზუსტი და აქტუალური, ვერ ვიძლევით პირდაპირ ან არაპირდაპირ გარანტიას მის სისწორესთან დაკავშირებით და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას შეცდომებსა ან გამოტოვებულ ინფორმაციაზე.

ჩვენ ვცდილობთ, რომ გვერდი ხელმისაწვდომი იყოს 24 საათის განმავლობაში, თუმცა არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მის დროებით ხარვეზზე ან გათიშვაზე. ვებგვერდზე წვდომა შესაძლოა დროებით შეიზღუდოს სისტემური გაუმართაობის, ტექნიკური მომსახურების, განახლების ან UHY-ს კონტროლის ფარგლებს გარეთ არსებული მიზეზების გამო.

ვებგვერდი განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის. ნებისმიერი პირის მიერ აქ წარმოდგენილი მასალის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გამოწვეულ ზიანზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება ვებგვერდის მფლობელს. ამ ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს.

By clicking “Accept All Cookies”, you agree to the storing of cookies on your device to enhance site navigation, analyze site usage, and assist in our marketing efforts.

Logo