
ბიზნეს საკონსულტაციო
სტრატეგიული რჩევები ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით
სანდო მრჩეველი ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რესურსია. ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი ხელმძღვანელ პირებთან თანამშრომლობით ეძებს ინოვაციურ გზებს, რათა სწორად შეირჩეს ნაბიჯები, რომლებიც კომპანიის მთლიან სტრატეგიასთან იქნება თანხვედრაში. სტრატეგიულ ხედვაზე დაყრდნობით, ერთად ვქმნით შედეგებს, ვეხმარებით ორგანიზაციებს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაში და ვაძლიერებთ მათ კონკურენტულ პოზიციას.
დაგეხმარებით შემდეგი მიმართულებებით:
ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საკონსულტაციო სერვისები
ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურად მორგებულ ბუღალტრულ სერვისებს — შიდა ფინანსური გუნდის არარსებობის, სრულად დაკომპლექტებული დეპარტამენტის ან შუალედური მოდელის პირობებში.
მოგვანდეთ თქვენთვის საკვანძო ბიზნეს და ფინანსური ფუნქციების აუთსორსინგი ჩვენ და მიიღეთ წვდომა გამოცდილ გუნდთან, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი პროცესების ეფექტურად მართვას. ეს საშუალებას მისცემს თქვენს შიდა რესურსებს, ფოკუსირდნენ უფრო მაღალი ღირებულების, შემოსავლის მომტან ძირითად ბიზნეს ფუნქციებზე.
პროგრამული გადაწყვეტილებები
ტექნოლოგიებზე დაფუძნებით, UHY უზრუნველყოფს დამოუკიდებელ და პერსონალიზებულ მიდგომას პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევასა და დანერგვაში, რაც ხელს უწყობს თქვენი ფინანსური ოპერაციების ტრანსფორმაციას.
ჩვენ ვიწყებთ თქვენი არსებული პროცესების დეტალური შეფასებით, რათა განვსაზღვროთ ის პლატფორმები და ინსტრუმენტები, რომლებიც საუკეთესოდ შეესაბამება ბუღალტრული და ფინანსური ფუნქციების ოპტიმიზაციას. დღევანდელ დინამიკურ ბიზნეს გარემოში ჩვენ ვიყენებთ მოწინავე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ოპერაციული შედეგების გაუმჯობესებისათვის.
შიდა აუდიტის სერვისები
ჩვენი შიდა აუდიტის მომსახურება დაგეხმარებათ ორგანიზაციის რისკების მართვაში. ჩვენი გამოცდილება საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ რისკები, დასახოთ პრიორიტეტები და განახორციელოთ ისინი ჩვენი ჩართულობით. შედეგად მიიღებთ უფრო ზუსტ პროცესებს, მეტ გამჭვირვალობას და მაღალ დონეზე შესრულებულ სამუშაოს.
რისკების მართვისა და შიდა კონტროლების საკონსულტაციო მომსახურებები
ორგანიზაციებს ვეხმარებით შიდა კონტროლის გარემოს შეფასებასა და გაძლიერებაში.
ჩვენი სპეციალისტები ქმნიან და ნერგავენ შიდა კონტროლის ჩარჩოებს და ტესტირების პროგრამებს. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ მარწმუნებლის მომსახურებას.
თაღლითობის გამოძიების მომსახურებები
გეხმარებით საეჭვო თაღლითობისა და ფინანსური დარღვევების აღმოჩენასა და დაზუსტებაში, კრიტიკული ფაქტორების ანალიზში და სწრაფ რეაგირებაში. ვიყენებთ მონაცემთა ანალიტიკას, ინტერვიუებსა და გამოძიების თანამედროვე ტექნიკებს, რათა აღმოვაჩინოთ გამომწვევი მიზეზები, დავადგინოთ ზიანის მასშტაბი და მოვამზადოთ ქმედითი რეკომენდაციები.
აქციების პირველადი განთავსების მომსახურება
ვატარებთ კომპანიის ფინანსური სისტემების, ოპერაციებისა და კორპორაციული მმართველობის სრულ შეფასებას, ვადგენთ ხარვეზებს და ვეხმარებით გაძლიერებაში. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს შესაბამისობას რეგულაციებთან, აუმჯობესებს ფინანსური ანგარიშგებისა და გამჟღავნების პროცესებს და ნერგავს შიდა კონტროლის ჩარჩოს.
საშემფასებლო და საკონსულტაციო სერვისები
ჩვენ ვადგენთ რისკებს და თქვენი ბიზნესის, უძრავი ქონებისა და არამატერიალური აქტივების სამართლიან ღირებულებას, რათა გქონდეთ უფრო მკაფიო ხედვა და მიიღოთ უფრო სანდო და სწორი გადაწყვეტილებები.
ბუღალტრული სერვისები
ჩვენ გთავაზობთ გარდაქმნათ თქვენი ფინანსები მაღალი დონის ტექნოლოგიებითა და გამართული პროცესებით. UHY-ის პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს დროულ უკუკავშირს და განახლებებს თქვენი კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად.
ფინანსური დაგეგმვა და ანალიზი
ჩვენ გთავაზობთ ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის კომპლექსურ მომსახურებებს, რომლებიც მოიცავს ბიუჯეტირებას, პროგნოზირებას და მაღალი დონის ფინანსურ მოდელირებას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად.
ჩვენი გუნდი, ასევე, სპეციალიზდება შესრულების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შექმნაში, ოპერაციული შესრულების მართვის სისტემების (OPMS) განვითარებასა და ხარჯების ოპტიმიზაციის სტრატეგიების შემუშავებაში, ფინანსური ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად და მდგრადი ზრდის მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვქმნით შესრულების ძირითადი ინდიკატორების (KPI) სისტემებს, ვაანალიზებთ ოპერაციულ შედეგებს და ვქმნით ხარჯების ოპტიმიზაციის სტრატეგიებს, რომლებიც ზრდის ფინანსურ გამჭვირვალობასა და ეფექტიანობას და ხელს უწყობს მდგრად განვითარებას.
კონტაქტი
გაგზავნის ღილაკზე დაჭერით თანხმობას აცხადებთ, რომ UHY დაგიკავშირდეთ.