
საკონსულტაციო
სტრატეგიიდან რეალობბამდე
თქვენ გაქვთ ორგანიზაციის ხედვა და გეგმები - ნაწილი უკვე განსაზღვრული, ნაწილი კი ფორმირების პროცესში. პარალელურად მართავთ დღევანდელ გამოწვევებს: იღებთ გონივრულ გადაწყვეტილებებს, ამცირებთ ხარჯებს, მართავთ რისკებს, აღმოფხვრით პროცესებისა და ტექნოლოგიების არაეფექტიანობას, ზრუნავთ კადრების მოზიდვასა და მათ შენარჩუნებაზე - ამ ყოველივესთან ერთად მომავალზეც აკეთებთ აქცენტს. სტრატეგიის განხორციელება არ არის მხოლოდ ჩვენი საქმიანობის ნაწილი - ეს ისაა, რაშიც გამორჩეულნი ვართ. სწორედ თქვენი სტრატეგიის რეალიზებაში დაგეხმარებით ჩვენ და გაგიკვლიოთ გზა დასახულ მიზნებამდე ისე, რომ დღევანდელ პრიორიტეტებზე ფოკუსი არ დაკარგოთ.
სამუშაოს შესრულების სიღრმისეული ექსპერტული ცოდნისა და საკონსულტაციო სერვისების ფართო სპექტრის წყალობით, ჩვენ ვუთავსებთ ქმედებებს სტრატეგიასთან, სამუშაო პროცესში ვრთავთ თქვენი გუნდის წარმომადგენლებს, ვამარტივებთ პროცესებს და ვიყენებთ ტექნოლოგიას შედეგების მისაღწევად. ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი ტრანსფორმაცია ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები, პროცესები და ტექნოლოგია გადაიკვეთებიან და ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ ამ გზაზე თქვენი საიმედო მეგზური.
დაგეხმარებით შემდეგი მიმართულებებით:
ბუღალტრული და ფინანსური ოპერაციების ოპტიმიზაცია
ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს ფინანსური ოპერაციების ტრანსფორმაციაში, სტრატეგიული დაგეგმვის, პროცესების ავტომატიზაციის და ციფრული ფინანსური ტრანსფორმაციის გზით.
ჩვენი გადაწყვეტები აგებულია ფინანსური გამჭვირვალობისა და ხედვის გაძლიერებაზე, დაგეგმვისა და ანგარიშგების სიზუსტის გაუმჯობესებაზე - ეს ყველაფერი ეხმარება კომპანიებს ეფექტიანობის გაზრდაში და ფინანსური კონტროლის გაძლიერებაში.
სტრატეგიული ცვლილებების მართვა
ჩვენი ცვლილებების მართვის სერვისები ეხმარება ორგანიზაციებს ტრანსფორმაციის პროცესის წარმართვაში - დაინტერესებულ მხარეთა შორის შეთანხმების უზრუნველყოფით, კომუნიკაციის გაძლიერებით, ეფექტური ტრენინგების ჩატარებითა და კულტურული ადაპტაციის მხარდაჭერით.
UHY უზრუნველყოფს, რომ ცვლილების ინიციატივები კარგად დაგეგმილი, დანერგილი და გრძელვადიანად მდგრადი იყოს, რაც ხელს უწყობს ტექნოლოგიების უფრო მარტივ ინტეგრაციასა და ორგანიზაციული ზრდის გრძელვადიან ხელშეწყობას.
ოპერაციული ეფექტიანობა და განვითარება
ჩვენი ოპერაციული ეფექტიანობის სერვისები შექმნილია ეფექტიანობის გასაზრდელად, ხარჯების შესამცირებლად და შესრულების შედეგების გაუსაუმჯობესებლად მიწოდების ჯაჭვებში, ობიექტებსა და ბიზნეს პროცესებში.
იყენებს რა „Lean Six Sigma“-სა და ხარჯების მოდელირების მაღალი დონის ინსტრუმენტებს, UHY კომპანიებს ეხმარება ოპერაციების ოპტიმიზაციასა და უწყვეტი გაუმჯობესების ხელშეწყობაში.
პროგრამული გადაწყვეტილებები
ტექნოლოგიებზე დაფუძნებით, UHY უზრუნველყოფს დამოუკიდებელ და პერსონალიზებულ მიდგომას პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევასა და დანერგვაში, რაც ხელს უწყობს თქვენი ფინანსური ოპერაციების ტრანსფორმაციას.
ჩვენ ვიწყებთ თქვენი არსებული პროცესების დეტალური შეფასებით, რათა განვსაზღვროთ ის პლატფორმები და ინსტრუმენტები, რომლებიც საუკეთესოდ შეესაბამება ბუღალტრული და ფინანსური ფუნქციების ოპტიმიზაციას. დღევანდელ დინამიკურ ბიზნეს გარემოში ჩვენ ვიყენებთ მოწინავე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ოპერაციული შედეგების გაუმჯობესებისათვის.
ტექნოლოგიები, რისკების მართვა და რეგულაციებთან შესაბამისობა
ჩვენ დაგეხმარებით, ეფექტურად მართოთ ტექონოლოგიებთან (IT) და რეგულაციებთან შესაბამისობა, შეამციროთ ბიზნეს-რისკები და დაიცვათ თქვენი ბიზნესის რეპუტაცია.
კიბერუსაფრთხოება და რისკების მართვა
მსოფლიო მასშტაბით კიბერდანაშაულის ზრდის ფონზე, კიბერუსაფრთხოების შეფასება საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ, არის თუ არა თქვენი კომპანია იმაზე მაღალი რისკის ქვეშ, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.
კონტაქტი
გაგზავნის ღილაკზე დაჭერით თანხმობას აცხადებთ, რომ UHY დაგიკავშირდეთ.