UHY header-overlay
banner image

საგადასახადო

თქვენი საგადასახადო  შესაბამისობის და სტრატეგიის სანდო პარტნიორი

ჩვენი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და სტრატეგიული ხედვა უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების წინასწარ და ეფექტიან მართვას როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.
ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურად მორგებულ საგადასახადო გადაწყვეტილებებსა და მომსახურებების ფართო სპექტრს, რომლებიც მიზნად ისახავს რისკების ოპტიმიზაციასა და ვალდებულებების მინიმიზაციას თანამედროვე და რთულ საგადასახადო გარემოში.

ადგილობრივი და საერთაშორისო რესურსების გამოყენებით, ჩვენი ექსპერტები მუდმივად აკვირდებიან საგადასახადო საკანონმდებლო სიახლეებსა და პრაქტიკას, რათა ჩვენი კლიენტები მუდმივად მზად იყვნენ როგორც გამოწვევების დასაძლევად, ასევე არსებული შესაძლებლობების გამოსაყენებლად.

დაგეხმარებით შემდეგი მიმართულებებით:

საგადასახადო კონსულტაცია

ჩვენ გთავაზობთ საგადასახადო კონსულტაციას, რომელიც ეფუძნება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის დეტალურ ანალიზს. მომსახურება მიზნად ისახავს საგადასახადო დაგეგმვის ოპტიმიზაციას, რისკების დროულად იდენტიფიცირებას და ბიზნეს ოპერაციების შესაბამისობის უზრუნველყოფას.

საგადასახადო დაგეგმვა

ფინანსური და კომერციული ოპერაციების სტრატეგიული დაგეგმვა, რომელიც უზრუნველყოფს საგადასახადო ოპტიმიზაციასა და საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას კანონმდებლობის ფარგლებში.

საგადასახადო შესაბამისობა და საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა

ჩვენ უზრუნველვყოფთ ეროვნულ და საერთაშორისო საგადასახადო კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობას, მათ შორის საგადასახადო დეკლარაციების ზუსტ შევსებას, წარდგენასა და ანგარიშგების სტანდარტების დაცვას. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს საგადასახადო დეკლარაციებისა და თანმდევი დოკუმენტაციის მომზადებას, წარდგენასა და რეკონსილაციას, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

საგადასახადო დაგეგმვა და ოპტიმიზაცია

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს კორპორაციული სტრუქტურებისა და საერთაშორისო ტრანზაქციების საგადასახადო ოპტიმიზაციას, რაც მიზნად ისახავს საგადასახადო ეფექტიანობის გაზრდას, ნეიტრალური საგადასახადო სტატუსის შენარჩუნებას და საგადასახადო რისკების მინიმიზაციას.

წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილების მოთხოვნა

ჩვენი გუნდი ამზადებს და წარადგენს განაცხადებს საგადასახადო ორგანოში სავალდებულო განმარტებების მისაღებად, რათა კლიენტს ჰქონდეს წინასწარი და სანდო ინფორმაცია მოსალოდნელი გადასახადებისა და დაბეგვრის წესის შესახებ.

წარმომადგენლობა საგადასახადო ორგანოებში

კლიენტების ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში — კომუნიკაციებში, მოლაპარაკებებსა და ადმინისტრაციულ პროცესებში.

საგადასახადო დავების გადაწყვეტა

წინასასამართლო და სასამართლო პროცედურების წარმოება საგადასახადო დარიცხვებთან, ჯარიმებთან და საგადასახადო ორგანოებთან დაკავშირებულ სხვა დავებთან დაკავშირებით.

საგადასახადო რეზიდენტობის და გადასახადის გადამხდელის იდენტიფიცირება

მომსახურება მოიცავს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის დოკუმენტაციის მომზადებას, განაცხადების წარდგენას და კომუნიკაციას საგადასახადო ორგანოებთან, ასევე რეზიდენტობის ცნობის მოპოვება.

დასაქმებასთან დაკავშირებული საგადასახადო კონსულტაციები

საგადასახადო საკონსულტაციო მომსახურება შრომითი ანაზღაურების დაბეგვრის, თანამშრომელთა სარგოებისა და დამსაქმებლის კანონით დადგენილი ვალდებულებების საკითხებზე — შრომისა და საგადასახადო კანონმდებლობის ჩარჩოში.

საგადასახადო აუდიტის მხარდაჭერა

გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი და პროცედურული მხარდაჭერა შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმებებისა და აუდიტის დროს.

კონტაქტი

გაგზავნის ღილაკზე დაჭერით თანხმობას აცხადებთ, რომ UHY დაგიკავშირდეთ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

გამოწერა

ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა მყარი და გრძელვადიანი ურთიერთობა კლიენტებთან. მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვეხმარებით კომპანიებს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენაში. ვიცით, როგორ ვიპოვოთ გზები ზრდისთვის, ტრანსფორმაციისთვის და მდგრადი მომავლის შესაქმნელად.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

შპს "იუ ეიჩ უაი საქართველო" არის სამართლებრივად დამოუკიდებელი ფირმა და UHY-ის საერთაშორისო ქსელის წევრი. არც შპს "იუ ეიჩ უაი საქართველო" და არც UHY-ის რომელიმე წევრი ფირმა არ არის პასუხისმგებელი სხვა წევრი ფირმების მიერ გაწეულ მომსახურებაზე.

ვებგვერდის მიზანია ზოგადი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ თემებზე. აღნიშნული მასალა არ წარმოადგენს რომელიმე საკითხის სრულ განხილვას და არ განიხილება როგორც პროფესიული ან საქმიანი ურთიერთობის საფუძველი. აღნიშნული ინფორმაცია არ განიხილება როგორც ბუღალტრული, საგადასახადო, საინვესტიციო, იურიდიული ან სხვა პროფესიული რჩევა ან მომსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაცია იყოს ზუსტი და აქტუალური, ვერ ვიძლევით პირდაპირ ან არაპირდაპირ გარანტიას მის სისწორესთან დაკავშირებით და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას შეცდომებსა ან გამოტოვებულ ინფორმაციაზე.

ჩვენ ვცდილობთ, რომ გვერდი ხელმისაწვდომი იყოს 24 საათის განმავლობაში, თუმცა არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მის დროებით ხარვეზზე ან გათიშვაზე. ვებგვერდზე წვდომა შესაძლოა დროებით შეიზღუდოს სისტემური გაუმართაობის, ტექნიკური მომსახურების, განახლების ან UHY-ს კონტროლის ფარგლებს გარეთ არსებული მიზეზების გამო.

ვებგვერდი განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის. ნებისმიერი პირის მიერ აქ წარმოდგენილი მასალის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გამოწვეულ ზიანზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება ვებგვერდის მფლობელს. ამ ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს.

By clicking “Accept All Cookies”, you agree to the storing of cookies on your device to enhance site navigation, analyze site usage, and assist in our marketing efforts.

Logo